menu icon moriarty

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი - CRM

მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯერი - CRM

header

მორიარტი სტუდენტების დაარსებული შემოქმედებითი ბრენდია, რომელიც უკვე მეხუთე წელია მომხმარებელს ორიგინალურ საჩუქრებს სთავაზობს. თუ გინდა, ამ ჯადოსნური პროცესის მონაწილე შენც გახდე და დიდ გამოცდილებასთან ერთად პროცესით სიამოვნებაც მიიღო, შემოგვიერთდი. ჩვენ გუნდის ახალ წევრებს ვეძებთ!

ვეძებთ ადამიანს, ვინც იმეგობრებს ჩვენს მომხმარებლებთან. შეკვეთის მიღების პროცესს გახდის მათთვის სასიამოვნოს. ასევე იკონტაქტებს დიზაინერებთან და იქნება შუამავალი მათ შორის.

✔ მოვალეობები:

- მომხმარებელთან მიმოწერა Facebook და Instagram გვერდებზე

- გამართული წერის უნარი.

- შეკვეთების მიღება სოციალური ქსელების მეშვეობით

- მომხმარებლისთვის სრული ინფორმაციის მიწოდება პროდუქტზე და შეკვეთის გაფორმებამდე ყველა დეტალის შეთანხმება (პროდუქტი, ზომა, ვადა, თანხის ჩარიცხვა)

- მიღებული შეკვეთების აღწერა Excel-ში

- მიღებული შეკვეთების მენეჯმენტი

- შესასრულებელი შეკვეთების გადანაწილება დიზაინერებთან

- ვადების კონტროლი, მუდმივი კომუნიკაცია დიზაინერებთან

- დასრულებული პროდუქტის ჩვენება მომხმარებელთან და მიწოდების დეტალების შეთანხმება

- ყოველთვიური რეპორტის გაკეთება.

- ვადებსა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე პასუხისმგებლობა

______________________

✔ მოთხოვნები:

- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

- პასუხისმგებლობის გრძნობა

- პუნქტუალურობა

- სასურველია გამოცდილება გაყიდვების ან ქოლ-ცენტრის მიმართულებით

- სასურველია გამოცდილება სოციალური ქსელის მართვის მიმართულებით

______________________

✔ სამუშაო განრიგი:

- ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00

- დისტანციური მუშაობა

______________________

✔ანაზღაურება:

- ფიქსირებული ანაზღაურება.

______________________

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მეილზე infos.moriarty@gmail.com და არ დაგავიწყდეს მიუთითო ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა - 15 ოქტომბერი.

______________________

წარმატებას გისურვებთ.