menu icon moriarty

მხატვარი

მხატვარი - Digital Artist

header

მორიარტი სტუდენტების დაარსებული შემოქმედებითი ბრენდია, რომელიც უკვე მეხუთე წელია მომხმარებელს ორიგინალურ საჩუქრებს სთავაზობს. თუ გინდა, ამ ჯადოსნური პროცესის მონაწილე შენც გახდე და დიდ გამოცდილებასთან ერთად პროცესით სიამოვნებაც მიიღო, შემოგვიერთდი. ჩვენ გუნდის ახალ წევრებს ვეძებთ!

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება პერსონალური პოსტერებია. ვეძებთ მხატვარს, რომელიც ციფრულად დახატავს პორტრეტებს. ეს ვაკანსია არის მათთვის, ვისაც დამატებით სურს შემოსავლის მიღება და წინასწარ შეთანხმებულ დროს შეასრულებს შეკვეთებს.

✔ მოვალეობები:

- პორტრეტების დახატვა ფოტოდან (რეალისტურ სტილში)

- ფონის ვიზუალის კონცეფციის შერჩევა, ვარიანტების დამზადება

- რედაქტირება პროდუქტის საბოლოო გამზადებამდე

- საბეჭდი ფაილების არქივის წარმოება

- ვადებსა და შესრულებული ნამუშევრების ხარისხზე პასუხისმგებლობა

______________________

✔ მოთხოვნები:

- გამოცდილება მხატვრის პოზიციაზე

- გრაფიკული პროგრამების ცოდნა: Adobe Illustrator, Adobe Photoshop

- აუცილებელია გრაფიკულ პლანშეტზე მუშაობის გამოცდილება

- კრეატიულობა

- პასუხისმგებლობის გრძნობა

- პუნქტუალურობა

______________________

✔ სამუშაო განრიგი:

- თავისუფალი გრაფიკი

- დისტანციური მუშაობა

______________________

✔ანაზღაურება:

- ფიქსირებული ანაზღაურება თითოეულ შეკვეთაზე

______________________

გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო მეილზე: infos.moriarty@gmail.com და არ დაგავიწყდეს მიუთითო ვაკანსიის დასახელება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. აპლიკაციების მიღების ბოლო ვადაა - 15 ოქტომბერი.

______________________

წარმატებას გისურვებთ.