ჩვენ შესახებ

მორიარტი შემოქმედებითი ბრენდია, რომელიც 2014 წლიდან მომხმარებელს ორიგინალურ საჩუქრებს სთავაზობს.

თავდაპირველად, ჩვენი, როგორც სტუდენტური სტარტაპის პროდუქტი ხელნახატი მაისურები იყო. მოგვიანებით დავიმატეთ ციფრული მიმართულებები. პირველად დავიწყეთ პერსონალიზებული ილუსტრაციების ინდივიდუალურად დამზადება. მოთხოვნის გაზრდიდან გამომდინარე დავიმატეთ ახალი თანამშრომლები. ასევე ბაზარზე პირველად შემოვიტანეთ ისეთი პროდუქტები, როგორებიცაა: ვარსკვლავების რუკა ან ხმის სიხშირეების პრინტი.

დღეს უკვე გადავწყვიტეთ მოგვეცვა როგორც მზა პრინტების, ასევე ბეჭდვის სერვისის მიმართულებაც. აქ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი თემატიკის პოსტერი ინტერიერისთვის, ან ყველაზე გამორჩეული პერსონალიზებული საჩუქარი – საყვარელი ადამიანისთვის.