მზა პრინტების დროს ირჩევთ პოსტერების უკვე გამზადებულ დიზაინს ჩვენი კატალოგიდან. პერსონალიზებული პრინტის შემთხვევაში კი, პროდუქტის დიზაინი მზადდება ინდივიდუალურად, მხოლოდ თქვენთვის - სასურველი თარიღით, წარწერით, ფოტოთი და ა.შ.

პერსონალური ილუსტრაციის ან ნებისმიერი ისეთი პროდუქტის შესაკვეთად, სადაც ვიზუალი ფოტოდან უნდა დამზადდეს, შეგიძლიათ მოგვწეროთ სოციალურ ქსელებში ან მეილზე info@moriarty.ge, სადაც ჩვენი გუნდი გაგიწევთ კონსულტაციას.

ექსპრეს სერვისის დროს პროდუქციის მიწოდება ხდება დაჩქარებული ვადებით. მაგალითად თუ სტანდარტულად რომელიმე პროდუქტს 5-7 სამუშაო დღე სჭირდება, ექსპრეს შეკვეთით შეგვიძლია მისი 2 სამუშაო დღის მანძილზე მიწოდება (მხოლოდ თბილისში).

თბილისში ადგილზე მიწოდება უფასოა, რეგიონებში მიტანის ფასი იწყება 10 ლარიდან. მნიშვნელოვანია, რომ მიწოდება ხდება დღის მანძილზე და არა კონკრეტულ დროს. ამიტომ ისეთი მისამართია საჭირო, სადაც მესამე პირი მაინც აუცილებლად დახვდება კურიერს. დეტალურად მიტანის წესებსა და პირობებს გაეცანით ბმულზე

ჩვენი თითოეული პროდუქტი სასაჩუქრედ იფუთება. შეკვეთის დროს შეგიძლიათ საჩუქარს მისალოცი ბარათიც დაურთოთ და სასურველი ტექსტი დაწეროთ. ეს ყველაფერი სრულიად უფასოა. 

A4 და A3 ზომებს ახლავს როგორც შეფუთვა, ასევე ბრენდირებული ჩანთა. დანარჩენ ზომებს,
მასშტაბიდან გამომდინარე, ახლავს მხოლოდ შეფუთვა – ჩანთის გარეშე.

პერსონალიზებული პრინტების დაბეჭდვამდე ნახვა შესაძლებელია. იქიდან გამომდინარე, რომ დიზაინი ინდივიდუალურად იქმნება თქვენი დასტური მნიშვნელოვანია. შეკვეთის პროცესში ირჩევთ სასურველ საკომუნიკაციო არხს, სადაც ჩვენი გუნდი გიკავშირდებათ და აზუსტებს დეტალებს. 

პროდუქტის დაბრუნება შეგიძლიათ 14 კალენდარული დღის ვადაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შეძენილი პროდუქტი არის მზა პრინტი.

ყველა სხვა შეკვეთა რომელიც ინდივიდუალურად დამზადდა, ან გამოყენებულია თქვენი ფოტო თუ ნებისმიერი პერსონალური დეტალი - დაბრუნებას არ ექვემდებარება. დეტალებისთვის გთხოვთ გაეცანით დაბრუნების პოლიტიკას.

პროდუქტის დაბრუნების მსგავსად, სრულად გაუქმება შეგიძლიათ მხოლოდ "მზა პრინტების". 

ნებისმიერი ინდივიდუალური შეკვეთა (მაგ: ბეჭდვის სერვისი) თუ პერსონალიზებული პრინტი, გაუქმებას არ ექვემდებარება. შესაძლებელია რედაქტირება ან ცვლილებები, მაგრამ არა - სრულად გაუქმება. თუ მაინც გენდომებათ რომ ნივთი აღარ მიიღოთ, ამ შემთხვევაში გინაზღაურდებათ თანხის 50%.