მომხმარებელს უფლება აქვს თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე და დააბრუნოს საქონელი, მისი მფლობელობაში მიღებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლასთან ერთად, მომხმარებელი კარგავს ნივთის უპირობოდ უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. მომხმარებელი თავისი ხარჯებით უზრუნველყოფს დასაბრუნებელი ნივთის უკან მიწოდებას თბილისის ტერიტორიაზე 2 სამუშაო დღეში, ხოლო სხვა რეგიონის შემთხვევაში 2-5 სამუშაო დღის განმავლობაში.

როგორ უნდა დავაფიქსირო მოთხოვნა პროდუქტის დაბრუნებაზე?

  • შეგიძლიათ განაცხადოთ მოთხოვნა წერილობითი სახით moriarty.ge-ის ელექტრონულ მეილზე info@moriarty.ge.
  • თუ გსურთ პროდუქტის დაბრუნება, საჭიროა პროდუქტს ახლდეს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი
  • თუ პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია წინამდებარე დოკუმენტში მითითებული საგამონაკლისო რომელიმე საფუძვლის გამო, აღნიშნულთან დაკავშირებით გეცნობებათ moriarty.ge-ის მიერ შეტყობინების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში.
  • moriarty.ge-ის წარმომადგენლები განაცხადის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში დაგიკავშირდებიან ნივთის დაბრუნების პროცედურასთან დაკავშირებით.
  • თუ პროდუქტი ექვემდებარება უპირობოდ დაბრუნებას, თანხის ანაზღაურება მოხდება შეტყობინების მიღებიდან მაქსიმუმ 5 სამუშაო დღეში.
  • თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს.

უპირობოდ დაბრუნებას არ ექვემდებარება საქონელი, თუ:

  • მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული; მაგალითად – “პერსონალიზებული პრინტების” კატეგორია, სადაც პროდუქტის დიზაინი დამზადდა ინდივიდუალურად, თქვენი მონაცემების (სასურველი წარწერა, თარიღი, ფოტო-სურათი, აუდიო ფაილი) მიხედვით.
  • პროდუქტის ღირებულება არ აღემატება 30 ლარს.
  • კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;
  • პროდუქტს არ ახლავს შეძენის დროს გადაცემული ყველა თანმხლები ნაწილი და/ან დოკუმენტი.
  • მომხმარებლის მიერ დაზიანებულია შეფუთვა (ყუთი, პარკი, ლუქი), რომლის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა შეუძლებელია (არ იგულისხმება შეფუთვის გახსნა).
  • დაზიანებულია მინა, ჩარჩო ან ახლავს ნებისმიერი სახის დეფექტი
  • თუ პერსონალიზებული პრინტის გაუქმება მაინც გენდომებათ შეკვეთის პროცესში, როცა უკვე დიზაინი მზად არის და გსურთ რომ ნივთი აღარ მიიღოთ, ამ შემთხვევაში გიბრუნდებათ თანხის 50%.

პროდუქტის ჩაუბარებლობის შედეგი

იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებლის ბრალეულობით ვერ განხორციელდა (არასრული მისამართი, არასწორი ნომერი, უპასუხოდა დატოვებული ზარი) საკურიერო კომპანიის მხრიდან moriarty.ge-ს პლატფორმაზე შეძენილი პროდუქციის ჩაბარება მის მიერ მითითებულ დროს/მისამართზე, moriarty.ge იტოვებს უფლებას მომხმარებელს მოსთხოვოს შესაბამისი თანხის დამატება (განისაზღვრება კონკრეტული დროის, ადგილის მიხედვით) ნივთის კიდევ ერთხელ მისაწოდებლად.

თუ თქვენ შეგექმნათ პრობლემა პროდუქციის ხარისხზე, კერძოდ, საკურიერო კომპანიის მიერ მოტანილი ნივთი აღმოჩნდა გატეხილი,დაზიანებული, ჩარჩოს ფერი ან პრინტის საბოლოო ვერსია აღმოჩნდა სხვანაირი, ვიდრე თქვენ დაადასტურეთ, ვალდებული ვართ მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება და გამოვცვალოთ პროდუქტი. (იმ შემთხვევაში თუ ინფორმაციას მოგვაწოდებთ დროულად და დაადასტურებთ, მაგალითად ფოტო მასალის სახით, იმავე დღეს).