menu icon moriarty

შეკვეთა

შეკვეთა
ამ ეტაპზე პროდუქტის შეკვეთა ხდება ჩვენს Facebook გვერდზე, სადაც ვათანხმებთ დეტალებს.
ანგარიშსწორება
შეკვეთის გასაფორმებლად თანხის ნახევარი ირიცხება წინასწარ. დარჩენილ ნაწილს კი რიცხავთ ვიზუალის ჩვენების შემდეგ
მიტანის სერვისი
თბილისში ადგილზე მიტანა უფასოა. სხვა ქალაქებში მიწოდების საფასური იწყება 5 ლარიდან. კურიერს ნივთები დააქვს 10:00-18:00 შუალედში

ინფორმაცია, რომელსაც შეკვეთამდე უნდა გაეცნოთ

ჩვენი გუნდისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ საჩუქრის დამზადებას ყველაზე ძვირფასი ადამიანებისთვის ჩვენ გვანდობთ. ზოგადად, დიზაინერები, პერფექციონისტები ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ რომ თქვენი შეკვეთა იდეალური გამოვიდეს. თუმცა ამისთვის ისიც არის საჭირო, რომ შეკვეთამდე მოცემულ ინფორმაციას ყურადღებით გაეცნოთ, რათა ნებისმიერი დეტალი წინასწარ გვქონდეს შეთანხმებული.

▋ შეკვეთა

▪ შეკვეთის გასაფორმებლად ირიცხება თანხის ნაწილი.თანხას რიცხავთ ბანკში ან ინტერნეტ ბანკით. რეკვიზიტები გეგზავნებათ შეკვეთის პროცესში

▪ ექსპრეს შეკვეთების დროს (დაჩქარების სერვისი) თანხა ირიცხება სრულად

▪ გადმორიცხვისას, დანიშნულებაში აუცილებლად (!) მიუთითეთ სიტყვა - შეკვეთა

▪ აუცილებლად უნდა გამოაგზავნოთ ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ნათლად გამოჩნდება გადამხდელის სახელი, გვარი. გადახდის თარიღი და თანხის რაოდენობა. ეს შეიძლება იყოს ქვითრის ფოტო, ტრანზაქციის ფაილი ან სქრინი

▪ თუ თანხა ჩარიცხულია არა თქვენი, არამედ მესამე პირის მიერ, აუცილებლად უნდა მოგვწეროთ მისი სახელი და გვარი..

▪ თუ საწყის ეტაპზე მხოლოდ თანხის ნახევარს რიცხავთ, შეკვეთას კურიერი მხოლოდ მას შემდეგ მოიტანს, რაც დარჩენილ ნაწილს ჩარიცხავთ.

▋ ბეჭდვა, ჩარჩო და შეფუთვა

▪ ყველა პრინტი იბეჭდება სპეციალურ საბეჭდ ფოტო ქაღალდზე, 260 გრ.

▪ ვიზუალი იბეჭდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც დაგვიდასტურებთ

▪ ფასში შედის სტანდარტული პლასტმასის ჩარჩო, ფერების მრავალფეროვანი არჩევანით. თუ თქვენ გსურთ სხვანაირი ჩარჩო, მაგ: ხის, უფრო განიერი და ა.შ უნდა შეგვითანხმდეთ წინასწარ

▪ თითოეული შეკვეთა იფუთება ბრენდირებულად, ყველა ჩარჩოს უკან აქვს ჩვენი ლოგო და მოყვება ბარათი, სადაც პროდუქტია აღწერილი. ბრენდირებული სასაჩუქრე ქაღალდის ჩანთა მოყვება მაქსიმუმ A5, A4 და A3 ზომებს. დიდი ზომები თქვენამდე მოდის მხოლოდ ქაღალდში შეფუთული.

▪ რეგიონებში მიტანის დროს, არსებულ შეფუთვას ემატება მუყაო, უსაფრთხოებისთვის.

▪ რეგიონებში არ იგზავნება დიდი ზომის პრინტები (A2, 50x40, 50x70)

▋ მიტანის პირობები

▪ თბილისში მოქმედებს უფასო მიტანის სერვისი გარკვეული პირობებით - კურიერს ნივთები დააქვს დღის განმავლობაში, 10:00-18:00- შუალედში და არა კონკრეტულ დროს.

▪ თუ თქვენ გირჩევნიათ უფრო მცირე დროის მონაკვეთში მიიღოთ ნივთი, გთავაზობთ შემდეგ ვარიანტებს: 10:00-12:00 ან 15:00-18:00 შუალედში მიწოდება, რასაც ემატება 3 ლარი. ▪ საჭიროა, მიმღების სახელი, გვარი, საკონტაქტო ნომერი. (სასურველია კიდევ ერთი საკონტაქტო ნომერი თუ მიმღებს ვერ დაუკავშირდებიან). ქალაქი, ქუჩის ნომერი, კორპუსის ბინის ნომერი ან ოფისის სახელი, სართული.

▪ მას შემდეგ რაც მოგვწერთ ამ ინფორმაციას და ჩავაბარებთ კურიერს მისამართი ვეღარ შეიცვლება.

▪ თუ მისამართი ან საკონტაქტო ინფორმაცია არ იქნება სწორად და კონკრეტულად მოწოდებული, მორიარტი არ აგებს პასუხს მიტანის შეფერხებაზე ან დაგვიანებაზე.

▪ თუ მითითებულ მისამართზე, შეთანხმებულ დროს, არ დახვდება კურიერს მიმღები, ალტერნატივა არის საკურიერო კომპანიების ოფისში მისვლა ან მეორე დღეს მოტანა, რაც ასევე უფასოა.

▪ კურიერული მომსახურება მოქმედებს სამუშაო დღეებში. ორშაბათი - პარასკევი (10:00-18:00)

▪ არასამუშაო დღეებში და ასევე წინასაახალწლო პერიოდში (დატვირთული მოძრაობის გამო) კურიერი ნივთს მოგაწოდებთ სასურველ მეტროსთან და არა კონკრეტულ მისამართზე.

▪ ფორსმაჟორულ სიტუაციებში მიტანის დრო შეიძლება გაიზარდოს 20:00-მდე ან დაემატოს თანხა, რასაც შეგითანხმებთ წინასწარ.

▪ მიტანის სერვისი გვაქვს საქართველოს მასშტაბითაც. ფასები იწყება 5 ლარიდან და განისაზრვრება კონკრეტული ქალაქის მიხედვით. თუ მიწოდება თბილისის გარდა, სხვა ქალაქში გსურთ, აუცილებლად უნდა გაგვაგებინოთ შეკვეთამდე და დაგიზუსტებთ თანხას.

▋ ვადები და შეკვეთის გაუქმება

▪ როდესაც ჩარიცხულია თანხა, დიზაინერები იმ დღიდანვე იწყებენ მუშაობას ვიზუალზე. შესაბამისად, შემდეგ შეკვეთა ვეღარ უქმდება. შესაძლებელია ნებისმიერი დეტალის რედაქტირება, შესწორება, მაგრამ არა გაუქმება.

▪ პრინტის ზომის ან სხვა დეტალის ცვლილების შესახებ, მნიშვნელოვანია რომ გაგვაგებინოთ შეკვეთის დღესვე ან მაქსიმუმ მეორე დღეს

▪ დამზადების ვადების სამუშაო დღეებში იგულისხმება ყველა დღე შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმე დღეების გარდა.

▪ თუ შეკვეთა აღებულია სტანდარტულ სამუშაო საათებში ანუ 18:00-მდე, დამზადების ვადებში, ის დღეც ჩაითვლება. თუ შეკვეთა აღებულია 18:00-ის შემდეგ, დამზადების ვადის ათვლა დაიწყება შემდეგი დღიდან.

▋პასუხისმგებლობა

▪ თუ გარკვეული პრობლემის გამო ფერხდება დამზადების,მიტანის პროცესი, ვალდებული ვართ გაგაგებინოთ დასრულების ვადამდე მინიმუმ ერთი დღით ადრე.

▪ თუ ვერ მოხერხდა შეთანხმება ვადის გადაწევის ან სხვა დღეს მიწოდებასთან დაკავშირებით ვალდებული ვართ დაგიბრუნოთ თანხა და გავაუქმოთ შეკვეთა.

▪ თუ თქვენ შეგექმნათ პრობლემა პროდუქციის ხარისხზე, კერძოდ, საკურიერო კომპანიის მიერ მოტანილი ნივთი აღმოჩნდა გატეხილი,დაზიანებული, ჩარჩოს ფერი ან პრინტის საბოლოო ვერსია აღმოჩნდა სხვანაირი, ვიდრე თქვენ დაადასტურეთ, ვალდებული ვართ მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება და გამოვცვალოთ პროდუქტი. (იმ შემთხვევაში თუ ინფორმაციას მოგვაწოდებთ დროულად და დაადასტურებთ, მაგალითად ფოტო მასალის სახით, იმავე დღეს)

▪ დამზადების სტანდარტული ვადა, შეიძლება გაიზარდოს რეგიონებში მიწოდების დროს. ამიტომ გაითვალისწინეთ, თუ ნივთი იგზავნება თბილისის გარეთ, სხვა ქალაქებში, აუცილებლად შეკვეთისთანავე გაგვაფრთხილეთ.