თუ სამეგობრო წრეში ან სამსახურში საჩუქრის არჩევაზე ფიქრობთ და ჯერ ვერაფერი გადაწყვიტეთ, ტიპოგრაფიული პოსტერები შეიძლება იდეალური გამოსავალი იყოს.
ყველას გვაქვს ჩვენთვის დამახასიათებელი ფრაზები, რასაც ყოველდღიურობაში იმდენად ხშირად ვიმეორებთ, რომ ჩვენი იდენტობის ნაწილიც კია.
მთავარია ეს გამონათქვამები გაიხსენოთ და საჩუქრის ადრესატი სასიამოვნოდ გააკვირვოთ. ამისთვის შეგიძლიათ კომიქსის სტილის დიზაინები აირჩიოთ, შეიძლება ჩათის ესთეტიკა უფრო მოგწონდეთ და საერთო ჩათის სახალისო მომენტები აღბეჭდოთ, რომელსაც ხმის ჩანაწერები და QR კოდიც ექნება.
ასევე შესაძლებელია კორპორატიულ საჩუქრად ქცევა და ბრენდის ფერებითა და დამახასიათებელი ფრაზებით, გამორჩეული ნივთის დამზადება.