იცოდი რომ თითოეული ჩვენგანის ხმა ისეთივე უნიკალურია, როგორც თითის ანაბეჭდი? სწორედ ასეთივე უნიკალური შეიძლება იყოს შენი საჩუქარი ყველაზე ძვირფასი ადამიანისთვის. გთავაზობთ ხმის ბგერითი ტალღების, სიხშირეების დახატვას კონკრეტული ჩანაწერისა თუ სიმღერის მიხედვით.
როგორ მზადდება და როგორ ვისმენთ ხმას?
ხმის ვიზუალის დასამზადებლად აუდიო ფაილის გამოგზავნა და სასურველი დიზაინის არჩევაა საჭირო. საჩუქრის ადრესატი კი არამხოლოდ ვიზუალს ნახავს, არამედ ხმის მოსმენაც შეეძლება.ამისთვის სპეციალური QR კოდი მზადდება. სიმღერების შემთხვევაში კოდის დასკანერების დროს ავტომატურად გადადიხართ ლინკზე სადაც ის უკვე არის ატვირთული (მაგალითად: იუთუბი, საუნდქლაუდი), თქვენი აუდიო ფაილები კი ჩვენი საიტის ბაზაზე იტვირთება და მას ნებისმიერ დროს მოისმენთ.
გაითვალისწინეთ - იმისთვის, რომ ხმის სიხშირეებში ფოტოს ჩასმა გამოვიდეს ან ნებისმიერ მსგავსი ტიპის დიზაინს მოერგოს, საჭიროა ერთი აუდიო ფაილი იყოს მინიმუმ 30 წამიანი. მაქსიმუმ 2-3 წუთიანი. თუ თქვენ არ გსურთ ფოტოს ჩასმა დიზაინში და უბრალოდ კონკრეტულ ფერს ირჩევთ, ერთი აუდიო ფაილი შეიძლება იყოს მინიმუმ 10 წამიანი, მაქსიმუმ 2-3 წუთიანი. სტანდარტულ ფასებში შედის, მაქსიმუმ სამი ცალი (თითო 2-3 წუთიანი) აუდიო ფაილის დამუშავება და ვიზუალიზაცია.
ქვემოთ ჩამოთვლილი დიზაინებიდან აირჩიეთ ერთ-ერთი, მოგვწერეთ დასახელება ან ნომერი, ასევე ზომა, სასურველი წარწერა და ფაილი. დანარჩენ დეტალებს (შრიფტის არჩევა, ჩარჩოს ფერი) შეკვეთის პროცესში Facebook-ზე შეგითანხმებთ.